15 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
რონალდოს კურიოზული წითელი ბარათი ბარსელონასთან მატჩში

მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კურიოზული წითელი ბარათი მიიღო. მთავარ როლში კი შეხვედრის მთავარი არბიტრი რიკარდო ბენგოეჩეა იყო.

რონალდომ პირველი ყვითელი ბარათი გატანილი გოლის აღნიშვნის დროს მიიღო, როდესაც მაისური გაიხადა. ამ ეპიზოდიდან კი ზუსტად 2 წუთში მსაჯმა პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან სიმულაციის გამო გააძევა. მომენტის გამეორებით ჩვენებისას გამოჩნდა, რომ რეფერიმ შეცდომა დაუშვა და უმტიტისთან ბრძოლაში რონალდოს მხრიდან სიმულაცია არ ყოფილა.

სუპერთასის პირველი მატჩი მადრიდის რეალის გამარჯვებით 1:3 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კი მადრიდში, 16 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები