15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
კრიშტიანო რონალდოს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის რეალის ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. სასჯელი 4-დან 12 მატჩამდე ვადით დასჯას ითვალისწინებს.

რონალდომ ბარსელონასთან მატჩში მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მთავარ არბიტრს ხელი ჰკრა. ეს ქმედება კი მსაჯმა ოქმში დააფიქსირა და ეპიზოდს ესპანეთის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. თუ რონალდოს სასჯელი მაქსიმუმ 4 მატჩის დისკვალიფიკაცია იქნება, მაშინ მხოლოდ სუპერთასის შეხვედრებზე გავრცელდება, მაგრამ თუ პორტუგალიელი უფრო ხანგრძლივი ვადით დასაჯეს, მაშინ დისკვალიფიკაცია ესპანეთის თასის და ჩემპიონატის მატჩებზეც გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ რეალმა სტუმრად ბარსელონა 1:3 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები