გუშინ ელ კლასიკო გაიმართა. ბარსელონა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალთან 1:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა მესის და რონალდოს მიერ გატანილი გოლების შედარებაა.
მესიმ გასულ სეზონში სანტიაგო ბერნაბეუზე გაიტანა და მისი გოლით ბარსელონამ მოიგო. დასამახსოვრებელი იყო აღნიშვნის ეპიზოდი - არგენტინელმა მაისური გაიხადა და მადრიდული პუბლიკის წინაშე აღმართა. ანალოგიურად მოიქცა კრიშტიანო რონალდოც, რომელმაც ამჯერად კამპ ნოუზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და ბარსელონას გულშემატკივრების წინ იგივე ქმედება გააკეთა.