21-26 აგვისტოს პარიზი მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტრადიციულად იასპარეზებენ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები.
მსოფლიო ჩემპიონატზე თავდაპირველად კლასიკური სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, შესაბამისად ისინი პარიზში 19 აგვისტოს გაემგზავრებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 25 აგვისტოდან დაიწყებენ.
ეროვნული გუნდი მსოფლიო პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გენო პეტრიაშვილი შეეცდება წარმატების მოპოვებას.