არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და ბარსელონას ლიდერმა, ლეო მესიმ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ნეიმართან და ლუის სუარესთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და დაწერა - ის დაბრუნდა.
ამით მესი ბარსელონას მცველს, ჯერალდ პიკეს გაეხუმრა, რომელმაც ნეიმარის პსჟ-ში გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ბრაზილიელთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდში რჩებოდა.
სინამდვილეში პსჟ-ს ფეხბურთელები, ნეიმარი და დანი ალვეში დასვენების დღის გასატარებლად ბარსელონაში იყვნენ და მათ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონადან პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.