ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა რამდენიმე წუთის წინ გაირკვა. ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს წარმომადგენელს, ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდება.
დონალდსონი და ბასილაშვილი ერთმანეთს გასულ კვირასა ცინცინატის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება დონალდსონს დარჩა. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 60-ე პოზიციაზე იმყოფება, დონალდსონი კი 51-ე ადგილზე.
შეხვედრა სავარაუდოდ 28 აგვისტოს გაიმართება, თუმცა თარიღი შესაძლოა ერთი დღით გადაიწიოს.