ისრაელში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებს დაგეგმილზე მეტხანს ესაუბრებოდა. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კი ფაჩულიას რუსულად მიმართა - "დააჩქარე, დააჩქარე", რადგანაც იტალიის ვარჯიში უნდა დაწყებულიყო.
ფაჩულიამ კი მწვრთნელს ინგლისურად უპასუხა - "ნუ მესაუბრები რუსულად".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას ხვალ, 31 აგვისტოს ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.
ვიდეო: პირველი არხი