UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლად მარიო მანჯუკიჩის მიერ მადრიდის რეალის კარში გატანილი ბურთი დაასახელა.
მანჯუკიჩმა თავი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოიჩინა, თუმცა ხორვატის შესანიშნავმა გოლმა იუვენტუსს თასის აღმართვაში ვერ დაეხმარა. მატჩი სამეფო კლუბის გამარჯვებით 1:4 დასრულდა და რეალი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული.