20 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
დღეიდან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება

დღეიდან თელ-ავივში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პირველ შეხვედრას 19:30-ზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრების ბოლო თამაშებიდან გამომდინარე სპეციალისტებს და გულშემატკივარს დადებითი პროგნოზი აქვთ.

B ჯგუფში საქართველოსა და ლიტვის გარდა, მასპინზელი ისრაელის, გერმანიის, უკრაინისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობენ, ფინალური ეტაპისა და სტამბოლის საგზურს ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. 

საქართველოსთვის ეს მეოთხე ევრობასკეტია.

დღის ამბები