კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. რონალდომ ფარერების წინააღმდეგმსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მაკრატელა დარტყმით გახსნა ანგარიში და კიდევ 2 გოლის ავტორი გახდა, რითაც ლეგენდარული პელეს შედეგი გააუმჯობესა.
რონალდოს ნაკრების შემადგენლობაში 78 გოლი დაუგროვდა, პელეს კი ბრაზილიის მაისურით 77 ბურთი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ რონიმ კარიერაში 51-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
პორტუგალიის ნაკრებმა შეხვედრა 5:1 მოიგო და B ჯგუფში 18 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციაზე კი შვეიცარიაა.
იხილეთ მატჩის სრული მიმოხილვა.