დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველომ ირლანდიას უმასპინძლა და მეტოქესთან ფრედ -1:1 ითამაშა.
ანგარიში შეხვედრის მე-3 წუთზე მსაჯის შეცდომის შემდეგ გავიდა. არბიტრმა ნაკრების მეკარეზე, გიორგი მაკარიძეზე აშკარა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. წონასწორობა კი პირველივე ტაიმში ვაკო ყაზაიშვილმა ეფექტური კომბინაციის შემდეგ აღადგინა.
საქართველო D ჯგუფში ბოლოსწინა მეხუთე ადგილს იკავებს და მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ეროვნული გუნდი შემდეგ მატჩს სტუმრად ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართება.