15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად ავსტრიასთან ფრედ ითამაშა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა სტუმრად ავსტრიასთან გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ ჯანო ანანიძის გადაცემის შემდეგ გახსნა. ავსტრიელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ქართველი მცველების უყურადღებობის შედეგად გაათანაბრეს.

D ჯგუფში საქართველოს ნაკრები 5 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ეროვნული გუნდი თბილისში, უელსის წინააღმდეგ 6 ოქტომბერს გამართავს.

 

დღის ამბები