15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ბუნდესლიგის ახალი ისტორია - ლიგაში ქალი არბიტრის დებიუტი შედგა

ბუნდესლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ჰერტა-ბრემენის ვერდერს შორის ისტორიული გამოდგა, რადგანაც გერმანიის უმაღლესი ლიგის ოფიციალური შეხვედრა ისტორიაში პირველად ქალმა არბიტრმა, ბიბიანა შტაინჰაუსმა იმსაჯა.

38 წლის შტაინჰაუსმა ფეხბურთელებს 1 ყვითელი ბარათი უჩვენა და ერთ-ერთ ეპიზოდში ვიდეო რეფერის დახმარების შემდეგ პენალტი არ დანიშნა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

 

დღის ამბები