15 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"მე სკოლაში 6 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი, ამიტომაც ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია," - კრიშტიანო რონალდო სასამართლოზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კრიშტიანო რონალდო სასამართლოს წინაშე საუბრობს. რონალდოს განცხადებით, მას საკმარისად სრულყოფილი განათლება არ აქვს და კარგად მხოლოდ ფეხბურთის თამაში იცის.

"მე სკოლაში მხოლოდ 6 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი, ამიტომაც ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია. ფინანსური კუთხით არ მაქვს საკმარისი განათლება. ერთადერთი, რაც კარგად ვიცი ფეხბურთის თამაშია. თუ გადასახადებთან დაკავშირებით დარღვევები მაქვს, მაშინ მზად ვარ გადავიხადო. მიხედეთ პრობლემებს და მომეცით მშვიდი ცხოვრების საშუალება," - განაცხადა რონალდომ.

რონალდოს ესპანეთის პროკურატურა სახელმწიფოსთვის 14.7 მილიონი ევროს რაოდენობის გადასახადების დამალვას ედავება.  

 

 

დღის ამბები