07 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
მადრიდის რეალმა მსოფლიო რეკორდი გაიმეორა

მადრიდის რეალმა სტუმრად რეალ სოსიედადი 1:3 დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი გაიმეორა. მადრიდელებმა ზედიზედ 73-ე მატჩში შეძლეს გოლის გატანა და ბრაზილიური სანტოსის შედეგი გაიმეორეს, რომელიც კლუბმა 1961-63 წლებში დაამყარა.

სამეფო კლუბი შემდეგ შეხვედრას სანტიაგო ბერნაბეუზე ბეტისის წინააღმდეგ გამართავს და გოლის გატანის შემთხვევაში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდება.

მადრიდის რეალი ლა ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ 8 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. 

დღის ამბები