საქართველოს ახალგაზრდულმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ძიუდოისტების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელთანაც 2:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და შვეიცარიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, 1/4-ფინალში კი მონტენეგროს სძლია. ქართველებმა ნახევარფინალში რუსეთი დაამარცხეს.
ინდივიდუალურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.