15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში საქველმოქმედო შეხვედრას ჩაატარებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოვლენ და საქველმოქმედო შეხვედრას ჩაატარებენ. შეხვედრიდან შემოსული თანხა კი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

მსოფლიო ნაკრების მეტოქე საქართველოს გუნდი GFF XI დაუპირისპირდება. მატჩი 29 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება.

ბილეთების შეძენა დღეიდან ონლაინ რეჟიმში დაიწყება და მათი ფასი  5, 10, 15 და 25 ლარი იქნება. 

 

დღის ამბები