ჰოლანდიის ჩემპიონატში ამსტერდამის აიაქსმა არნემის ვიტესს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში გურამ კაშიამ გახსნა. საქართველოს ნაკრების და ვიტესის კაპიტანმა თავური დარტყმით გაიტანა.
ჰოლანდიის ერადივიზიონში 6 ტურის შემდეგ, 13 ქულით ვიტესი მე-3 ადგილზეა და ლიდერ პსვ-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.