მადრიდის რეალის თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა მადრიდში დაფიქსირდა. ფეხბურთელის Audi RS6-ს Nissan-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა. AS-ის ინფორმაციით ორივე მძღოლს ალკოტესტი ჩაუტარეს, თუმცა ორივე მათგანი ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სამეფო კლუბის ფეხბურთელს სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ესპანეთის პოლიციამ ბენზემას მართვის მოწმობა 8 თვით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ჩამოართვა, თუმცა ფრანგი მაინც აგრძელებდა ავტომობილის მართვას.