15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
პსჟ-ს პრეზიდენტმა კავანის 1 მილიონი შესთავაზა, მაგრამ წინადადებაზე უარი მიიღო

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ჰალიფი ყველანაირად ცდილობს კავანი-ნეიმარს შორის არსებული უთანხმოება მოაგვაროს.

პრეზიდენტმა ედისონ კავანის 1 მილიონი ევრო შესთავაზა, საპასუხოდ კი ურუგვაელს პენალტების დარტყმა ნეიმარისთვის უნდა დაეთმო. სამხერთ ამერიკელმა თავდამსხმელმა კი კლუბის პრეზიდენტი უარით გაისტუმრა. პარალელურად პსჟ-ს მფლობელი ნეიმართანაც შეეცადა მოლაპარაკებას, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ამ შემთხვევაშიც ვერ შედგა.

კავანის და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის უთანხმოება ლიონთან მატჩის დროს მოხდა, როდესაც ურუგვაელმა თხოვნის მიუხედავად ნეიმარს პენალტის დარტყმის უფლება არ დაუთმო და გატანაც ვერ მოახერხა.

დღის ამბები