15 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა რეკომენდაციებს 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში.

განცხადებაში საუბარია ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზე. ასევე ნათქვამია, რომ თბილისში ხშირია ავარიები, შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი კი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს.

საელჩო ატყობინებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომ თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები. ქუჩები კი, არ არის ადაპტირებული ეტლით გადაადგილებისთვის.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები საქართველოში მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ჩამოვა. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. 

დღის ამბები