ესპანური გამოცემა, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფიოირმაციით, დორტმუნდის ბორუსიასთან მოგებული მატჩის და დუბლის შესრულების შემდეგ მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, კლუბის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდა 25 მილიონ ევრომდე მოითხოვა.
ამჟამად, სამეფო კლუბში რონალდოს ანაზღაურება წლიურად 18 მილიონ ევროს შეადგენს და პორტუგალიელის სურვილია, რომ მას ნეიმართან და მესისთან შედარებით მაღალი ან მათი ტოლი ხელფასი ჰქონდეს.
კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. პორტუგალიელს ბლანკოსის რიგებში 400 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 410 გოლის გატანა მოახერხა.