15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
14 წლის ბიჭის ისტორია - ქუჩიდან პროფესიონალურ კონტრაქტამდე

ივან ხენესი 14 წლის პარაგვაელი ბიჭია, რომლის ცხოვრებაც 1 კვირის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ივანი პარაგვაის დედაქალაქში, ასუნსიონში ცხოვრობს და თავს ქუჩაში ბურთის კენწლით ირჩენდა. 14 წლის ბიჭი შუქნიშნის წითელ ფერზე მანქანების წინ დგებოდა და მძღოლებს ბურთის კენწვლით ართობდა, რის შემდეგაც მათ გარკვეულ გასამრჯელოს სთხოვდა.

ივანის ეს მოქმედება ყოველთვის იქცევდა ხალხის ყურადღებას და ერთ-ერთმა გამვლელმა ბიჭს პატარა ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პატარა ბიჭი საქვეყნოდ ცნობილი გახდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ივანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მისი მონაცემებით პარაგვაული საფეხბურთო კლუბი, გუარანი დაინტერესდა და 14 წლის ბიჭს პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც მისი მშობლებისგან თანხმობა მიიღო. ივან ხენესი უკვე შეუერთდა გუნდს და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო. მისი ხელფასი კი თვეში დაახლოებით 100 დოლარი იქნება.

დღის ამბები