15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
უელსი-საქართველოს სარაგბო დაპირისპირება ანგარიშით 13:6 დასრულდა

უელსი-საქართველოს სარაგბო დაპირისპირებამ, რომელიც ისტორიული იყო, მოლოდინი გაამართლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა უელსში სტადიონ "პრინსიპალიტიზე" ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშა. შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, შესაბამისად, ტაიმი უელსმა 10:3 მოიგო.

მეორე ნახევარში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა რადიკალურად განსხვავებული თამაში იხილა. ჩვენი გუნდი შეხვედრის დასრულებამდე ფლობდა როგორც ტერიტორიულ, ასევე სათამაშო უპირატესობას. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა მორაგბეებმა 19 ფაზიანი შეტევაც განახორციელეს. სამწუხაროდ, ბრიტანელმა მორაგბეებმა დაცვაში შეცდომები არ დაუშვეს, შესაბამისად, მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 13:6 დასრულდა.

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 ნოემბერს გამართავს. ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღის ამბები