მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, ჩემპიონთა ლიგაზე აპოელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ის მედიის წარმომადგენლებს ბოიკოტს უცხადებს. პორტუგალიელის თქმით, ჟურნალისტებს მისი არ ესმით და ისეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, რომელიც მას არასოდეს არ უთქვამს.
სწორედ ამიტომ რონალდოს გადაწყვეტილებით, ის პრესასთან ურთიერთობისგან თავს შეიკავებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ფეხბურთელის პროტესტი უცნობია.
ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალმა სტუმრად კვიპროსული აპოელი გამანადგურებელი ანგარიშით 0:6 დაამარცხა. რონალდომდუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტუგალიელი მატჩის შემდეგ კიდევ 3 რეკორდის ავტორი გახდა. პირველი - რონის რეალის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 98 გოლი დაუგროვდა და ამ ტურნირზე ერთი გუნდის რიგებში ამაზე მეტი არავის გაუტანია. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელის ანგარიშზეც ბარსელონას შემადგენლობაში 97 გოლია. მეორე -რონალდუმ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგაზე 18 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი არასდროს არავის არ დაუფუქსირებია. მესამე -32 წლის შემტევს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 27 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, მსგავსი შედეგი ბოლო 10 წლის მანძილზე არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.