საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დაასრულა.
ბორჯღალოსნებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს უმასპინძლეს და 21:20 მოიგეს.
ანგარიში მატჩის დებიუტში ამერიკელმა მორაგბეებმა გახსნენ, რასაც ქართველების ტექნიკური ლელო მოჰყვა. პირველ ტაიმში თავი ლევან ჩილაჩავამ და ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში დაძაბული ბრძოლა გაგრძელდა და საქართველომ მხოლოდ 1 ქულის სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ნოემბერში ბორჯღალოსნება 3 მატჩი ჩაატარეს. ჯერ დინამო არენაზე კანადის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ კარდიფში უელსის ნაკრებთან 13:6 დამარაცხდნენ.