საჩხერის ჩიხურა დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ჩიხურამ ქუთაისის ტორპედო პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ჩიხურამ 4:3 გაიმარჯვა.
ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს თასი, აქამდე გუნდს ორი ფინალი ჰქონდა წაგებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო გახდა, თუმცა ქუთაისურმა გუნდმა დუბლის შესრულება ვერ შეძლო.