15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
დოპინგ სკანდალის გამო რუსეთი ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაიშვება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაიშვება. ამის მიზეზი დოპინგ სკანდალია. ქვეყნის ვიცეპრემიერსმ ვიტალი მუტკოსა და სპორტის მინისტრს, იური ნაგორნიხს კი სამუდამოდ აუკრძალეს ოლიმპიური მოღვაწეობა.

სანქციების გარდა, რუსეთს 15 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდაც მოუწევს. ეს ის თანხაა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურ და ანტისადოპინგო კომიტეტებს გამოძიება და კვლევები დაუჯდა. გამოძიება ბოლო 17 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი სამუელ შმიდი ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ 2012-დან 2015 წლამდე 30 სპორტის სახეობის 1000-მდე რუსი სპორტსმენი აკრძალულ პრეპარატს იღებდა.

იმ სპორტსმენებს, რომლებიც დოპინგ-სკანდალში გახვეულები არ არიან, შეუძლიათ სამხრეთ კორეაში გასამართ ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ ნეიტრალური დროშით გამოვლენ პიონჩანგში და გუნდს "ოლიმპიური სპორტსმენები რუსეთიდან" ერქმევა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ჭრილში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც სანქცია მის ქვეყანაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი კი ამბობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებამდე რუსეთს არაერთი გაფრთხილება მისცა.

 

 

 

დღის ამბები