France Football-მა ოქროს ბურთის დაჯილდოება ჩაატარა და საპატიო პრიზი მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ლიდერს კრიშტიანო რონალდოს გადასცა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
Nike-მ კრიშტიანოს დაჯილდოების აღსანიშნავად შეზღუდული რაოდენობით სპეციალური ბუცები და სპორტული ფეხსაცმელი CR7-ი გამოუშვა.
ფრანგული სპორტული გამოცემის გამოკითხვაში მეორე ადგილზე მესი გავიდა, მესამეზე კი პსჟ-ს თავდამსხმელი, ნეიმარი.