15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამოავლინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გამართა. საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი, საბა კვერკველია დაასახელდა.

სფფ-ს ვერსიით, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ირაკლი სიხარულიძემ მოიპოვა, რომელიც გასულ სეზონში 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საუკეთესო მეკარედ ტორპედოს გოლკიპერი, როინ კვასკვაძე აღიარეს. საუკეთესო მცველი ლაშა თოთაძე გახდა,  ნახევარმცველი კი გიორგი ხარაიშვილი.

საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისის ტორპედოს დამრიგებელი, კახა ჩხეტიანი დაასახელა. 

დღის ამბები