სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. ტალახაძემ ამ ნომინაციაში ზაზა ფაჩულიას და გენო პეტრიაშვილს აჯობა.
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად წყალბურთელი ანდრეა ბითაძე აღიარეს. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვებული ძალოსნობის ნაკრების თავკაცი, გიორგი ასანიძე გახდა.
2017 წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებია. ამ ნომინაციაში მეორეზე კალათბურთელთა ნაკრები, მესამეზე კი ქართველი წყალბურთელები გავიდნენ.