ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელი რუბენ ბემელმანსი დამაჯერებლად 3 სეტში 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილი მთელი მატჩის განმავლობაში სჯობნიდა მეტოქეს და დამსახურებულადაც მოიპოვა მესამე წრეში თამაშის უფლება.
ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე კაილ ედმუნდსა და დენის ისტომინს შორის გამარჯვებული იქნება.