ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშუს გამარჯვებულია. გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის წოდებას ატარებს კარიერაში პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს.
ბაშოს მე-14 დღეს გორგოძეს 13 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს - ბაშოს დასრულებამდე 1 დღე რჩება და ის კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.
ლევან გორგაძე გახდა მესამე ევროპელი, რომელმაც ტოკიოში ტრიუმფი მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მომავალი ბაშოსთვის დაწინაურდება და სეკივაკეს წოდებას მიიღებს.