26 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
პრემიერი გაბუტულია იმაზე, რომ ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ინტერესების შესაფერისი რეზოლუცია - გიგა ბოკერია

„ახლა თავს იმართლებს პუტინის და კარასინის შავრაზმელი მოკავშირეების წინაშე ჩვენი ქვეყნის შიგნით,“ - ასე პასუხობს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრემიერის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, კვირიკაშვილი ოპოზიციაზე ღელავს და გაბუტულია, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ინტერესების შესაფერისი რეზოლუცია.

„იმის მაგივრად, რომ პრემიერმინისტრი კონცენტრირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული უზარმაზარი პრობლემების გადაჭრაზე, ღელავს ოპოზიციაზე და ევროპულ საქართველოზე, კერძოდ. ამ კაცმა ჩვენი ორი მოქალაქის საზარელი მკვლელობის შემდეგ მიწერა მავნებლური, სულელური, ქვეყნისთვის საზიანო წერილი რუსეთის ფედერაციას და ახლა არის გაბუტული იმაზე, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაფერისი რეზოლუცია და ჟენევაში ჩავარდა რუსული გეგმა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერის საპასუხოდ ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის  გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, კი ამბობს, რომ ქართული ოცნება იმართება ერთი ადამიანის მიერ კარტბლანშის მიცემით, მაგრამ საზოგადოება ცნობს მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნებზე იძლევა.

გიგი უგულავას თქმით, პრემიერს ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები