26 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
„ლარი და 10 თეთრი მაქვს, ეს არის ჩემი აღდგომის ფული," - "აგარის შაქრის" მწარმოებელ ქარხანაში დასაქმებულების აქცია

უკვე მეშვიდე თვეა "აგარის შაქარი" გაჩერებულია, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, დაბა აგარა ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის ზღვარზეა.

"აამუშავე აგარა", ამ მოთხოვნით ქარხანაში დასაქმებულების სადღეღამისო აქციას დღეს საქართველოს პროფკავშირებიც შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სურსათი ჩაუტანეს.

„ლარი და 10 თეთრი მაქვს, ეს არის ჩემი აღდგომის ფული, ერთი შვილი მყავს იმას ვფიცავარ. და კიდევ ვალი მაქვს ამის გარდა. ამით შეხვდება ადამიანი აღდგომას?“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ციური თურმანიძე.

დღის ამბები