28 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - მმართველი გუნდი გაფართოებული შემადგენლობით შესაძლოა დღეს შეიკრიბოს

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - მმართველი გუნდის გაფართოებული შემადგენლობით შესაძლოა დღეს შეიკრიბოს.

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის საქართველოში დაბრუნებას ელოდებოდნენ. არჩილ თალაკვაძე კი თბილისში ისრაელიდან გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა.

სავარაუდოდ, სწორედ  დახურულ შეხვედრაზე უნდა განიხილონ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირება.

„თუკი ჩვენ ამ თემაზე გვინდა მოლაპარაკება, შეთანხმება, ვითარების ისე მოწესრიგება, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, რა საკვირველია ამ საკითხებთან დაკავშირებით ზედმეტი კომენტარები, მით უმეტეს უხეში საუბარი არ არის საჭირო.

ჩამოვა უმრავლესობის ლიდერი, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფება ისრაელში და დავგეგმავთ შეხვედრებს,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ასევე ამ დღეს უნდა გახდეს ცნობილი შესრულდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი მუქარა ე.წ. ურჩი დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით.

საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე მაისში პარტიის ყრილობაზე მიიღებენ.

„საკითხი არ არის მარტივი. ის რომ ამდენი მსჯელობა მიმდინარეობს ამ თემაზე, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის ერთ და ორი დეპუტატის საკითხი. ეს საკითხი საჭიროებს მნიშვნელოვან გადააზრებას პოლიტიკური ფუნქციებისას, პარლამენტის ფუნქციებისას,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

დღის ამბები