27 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
ენმ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას თხოვს.

საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე პარტიის წევრმა, ეკა წამალაშვილმა, გამართა.

ოპოზიციური პარტიის შეფასებით, გაზპრომის შვილობილი კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების მინიჭებით ქვეყნის ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას და ოკუპანტ ქვეყანას ქართულ საინფორმაციო სივრცეს უთმობს, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

„საგანგაშოა, რომ გაზპრომ მედიის НТВ плюс-თვის ავტორიზაციის მისანიჭებლად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უხეშად დაარღვია კანონი. გაზპრომ მედიაჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის ამავე დროს გაზპრომის ხელმძღვანელი მილერი, პუტინის უახლოესი გარემოცვიდან. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, რადგან ივანიშვილის ქართული ოცნების მითითებით, აღნიშნულმა კომისიამ კანონი დაარღვია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა,“ - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

დღის ამბები