16 ოქტომბერი 2018,   23:51
ვრცლად
უგზოობა, უწყლობა - ეთნიკური უმცირესობებით და ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ქორეთის მოსახლეობის პრობლემები 

უგზოობა, უწყლობა, ტრანსპორტისა და ამბულატორიის არ არსებობა - ეკო მიგრანტებითა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ქორეთის მოსახლეობას უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევს.

სოფლის მოსახლეობას არ აქვს გზა. წყალი, ძლიერი დაბინძურების გამო სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს. უსახსრობის გამო, მოსახლეობა ვერ ახერხებს სოფლამდე მიყვანილი გაზის სახლებში შეყვანას. სოფელში არ არის მაღაზია და ამბულატორია. სოფელს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, ამიტომ ადგილობრივებს პირველადი დახმარებისა და მედიკამენტებისთვის რაიონულ ცენტრამდე ფეხით, უკეთეს შემთხვევაში საკუთარი ტრანსპორტით უწევთ ჩასვლა.

სოფლე ქორეთში არც საშუალო სკოლაა. დაწყებითი სკოლის შენობა კი ამორტიზებულია და მისი რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან.

საჭირო დოკუმენტაციის არქონის გამო ქორეთში ჩასახლებული ეკომიგრანტებმა ამ დრომდე ვერ დაიკანონეს მიწა და საცხოვრებელი ფართები. ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენელებისათვის ყველა პრობლემა ნაცნობია. ადგილობრივებს მათგან დაპირებებიც არაერთხელ მოუსმენია.

ქორეთელები მოთმინებით ელოდებიან როდის შეასრულებს ხელისუფლება დანაპირებს და როდის დასრულდება მათთვის აუტანელი ყოფა.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები