26 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
მუსიკალური ჯგუფი Rotting Christ-ის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 საათის განმავლობაში შეაყოვნეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერძნული მუსიკალური ჯგუფის Rotting Christ-ის წევრები 12 საათის განმავლობაში შეაყოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიზეზი პირადი მონაცემების გადამოწმება იყო.

მუსიკალური ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მუსიკოსები დაკავების შესახებ საუბრობდნენ და ამის მიზეზად ჯგუფის სახელს ასახელებდნენ.

დაკავებულების ადვოკატის თქმით, თბილისში კონცერტის გასამართად ჩამოსული მუსიკოსები არასასურველი პირების სიაში იყვნენ.

ჯგუფის წევრებმა აეროპორტი 12 საათის შემდეგ დატოვეს.

სამართალდამცველებს განმარტება იმ ადგილობრივმა კომპანიის წარმომადგენლებმაც მისცეს, რომლის მოწვევითაც ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა.

დღის ამბები