28 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
პროტესტის მეათე დღე - ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მარში დღეს განახლდება 

საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში გვიანობამდე გაგრძელდა.  ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ნიკოლ პაშინიანის დაკავების შემდეგ, ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას პრემიერ მინისტრის სერჟ სარქისიანის გადადგომის შესახებ, ახალი მოთხოვნა დაემატა. მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მარში ყოველ დილით განახლდება. ერევანში საპროტესტო აქციები უკვე 10 დღეა სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა.

დღის ამბები