27 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის სემინარი დღეს სრულდება

ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის სემინარი დღეს სრულდება.
დელეგატები ორი დღის განმავლობაში ჩატარებულ შეხევდრებს შეაჯამებენ. გუშინ დღის ბოლოს კი სემინარის ფარგლებში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შესახებ იმსჯელეს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამიტამდე ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები გაჟღერდეს. 

დღის ამბები