30 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო სესიაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. პაშინიანის კანდიდატურას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 - წინააღმდეგი წავიდა. 

პარლამენტში სიტყვით ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი და სახალხო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი გამოვიდა. საუბრისას მან დიდი დრო დაუთმო მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხს. 

„მზად ვარ მოლაპარაკებისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, მაგრამ დიალოგი ვერ იქნება ეფექტური და სრულყოფილი კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობის გარშე. ახალი იმპულსი უნდა მივცეთ არცახის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას. თუ აზერბაიჯანი იტყვის, რომ მზადაა არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება ცნოს, მაშინ იქნება შესაძლებელი საუბარი კონფლიქტის კომპრომისული გზით გადაჭრის თაობაზე. ესაა რეალობა. თუ აზერბაიჯანი უარს იტყვის, კომპრომისზე სალაპარაკოდ შანს არ დატოვებს,“- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

სესიას კი დიდ ეკრანზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ადევნებენ თვალს, სადაც აქცია-კონცერტიც იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერად ნიკოლ პაშინიანის დამტკიცებას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები