02 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
გამოკითხულთა 76% ეკლესიას, ხოლო პრემიერს 27% ენდობა - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კვლევა საჯარო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ეხება.

ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა. მათ ყველაზე ნაკლები ნდობა აქვთ სასამართლოსა და პარლამენტისადმი. გამოკითხულთა შეფასებით სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოში?

1. ეკლესია/თქვენი რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს - 76%
2. მასწავლებლებს - 65%
3. ექიმებს - 50%
4. პრეზიდენტს - 41%
5. პოლიციას 36 %
6. ადგილობრივ ხელისუფლება - 32%
7. პრემიერს 27%
8. არასამთავრობოებს 25%;

დღის ამბები