26 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი

„ხშირად შეგხვდებით და ყველაფერზე გიპასუხებთ,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.

"ქართული ოცნების" ახლადარჩეული თავმჯდომარე აცხადებს, რომ  პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომუნიკაცია ხშირად ექნება. ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის, პრემიერ-მინისტრის შეცვლას, აღნიშნა, რომ ამას არ გეგმავს.

 

დღის ამბები