28 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან 

გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან - შსს მინისტრმა 12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კვირის ბოლომდე მოუსმენენ.

„მისი მოსმენის საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ მართლაც ძალიან წარმატებული, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ჩაატარა. რა საკვირველია მისი მოსვლა აინტერესებს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას და გიორგი გახარიაც ამისთვის მზად არის,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციას კი მინისტრის მოსმენა უმცირესობის ფორმატში სურს. ოპოზიცია ითხოვს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მათაც მიიღონ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, დღეს სახელმწიფო და პოლიცია, ყოფილი პრემიერის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს.

„თუ ნარკორეალიზატორები დაკავებულები იყვენენ რამდენიმე საათით ადრე, მაშინ რა საჭირო იყო ღამის კლუბში შევარდნა და ადამიანების ნახირივით გამორეკვა. შეკითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომელიც მე მუდამ მიჩნდება ეს არის რატომ ემორჩილება ქართული სახელმწიფო და პოლიცია ბერას მითითებებს,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები