26 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
შს მინისტრის თქმით, ნარკოტიკების გავრცელების ძირითადი წყარო არის ფონიჭალა

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნარკოტიკების გავრცელების ძირითადი წყარო არის ფონიჭალა. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, გამოწვევაა ასევე ინტერნეტით ნარკოტიკის გავრცელება.

"საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი, პირველი არის ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში იქიდან 10-მდე კილო ჰერიონია ამოღებული. მეორე სერიოზული გამოწვევა არის ინტერნეტსაშუალებებით გავრცელება და მესამე არის კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ხდება ევროპის ქვეყნებიდან,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კლუბურ ნარკომანიაზეც ისაუბრა. 

„კლუბურის შემთხვევაში ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენ აქედან ვგეგმავთ, გავიდეთ გავრცელების და შემოტანის ქსელებზე,“- აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები