28 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ხელოვნურად გაძვირებული ავიაბილეთები - "აირზენა" თურქული კომპანიის წინააღმდეგ

ხელოვნურად გაძვირებული ავიაბილეთები და ბარიერები ავიაკომპანიებისთვის - „აირზენა“ „ტავ ჯორჯიას“ მორიგ ბრალდებებს უყენებს.

ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ავიაციის განვითარებას სწორედ თურქული „ტავ ჯორჯია“ აფერხებს.

შედეგად თბილისის აეროპორტიდან შესრულებული ფრენები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია.

თამაზ გაიაშვილი სახელმწიფო უწყებებს „ტავთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვისკენ მოუწოდებს, რომელიც მისი თქმით, კაბალურია.

„მრავალი წლის მანძილზე ატყავებენ ქართველებს და აგრძელებენ ამ გატყავებას დღევანდელი ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ ახერხებს რაიმე ზემოქმედება მოახდინონ იმიტომ რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჩივლებენ და ამ ჩივილის ეშინიათ.

 ხალხმა უნდა მივაღწიოთ სიტი პარკი როგორც მოვიშორეთ, მივიდეთ და ფიზიკურად გავყაროთ. ხალხმა უნდა ვაიძულოთ, მთავრობას ნაკლებად შეუძლი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე“- ამბობს ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი.

შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი ქეთევან ალექსიძე ამბობს, რომ თურქულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა, რომ კომპანიისგან მიეღოთ სასურველი შედეგები, თუმცა არც ახლა ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.

„ხელშეკრულების გაწყვეტაზე არ ვმუშაობთ, ვმუშაობთ კომპანიასთან ერთად, რომ იყოს ის სტანდარტი, რა სტანდარტიც უნდა ჰქონდეს აეროპორტს. თუ არის რაიმე ტიპის ხარვეზი ნამდვილად მზად ვართ ხარვეზის გამოსასწორებლად“-აცხადებს ალექსიძე.

დღის ამბები