26 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
მთავარ პროკურატურასა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მთავარ პროკურატურასა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მხარეებს შორის რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის საერთო ღონისძიებების ორგანიზებას, რომელიც ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაცია და მთავარი პროკურატურა ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს. 

„დღეს საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენს თანამშრომლობას საქარველოს პროკურატურასთან. რაც ითვალისწინებს ხარისხიანი მართლმსაჯულების ინტერესებზე დაყრდნობით, ჩვენი ძალისხმევების გაერთიანებას. საგანმანათლებლო მიმართულებით, ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიმართულებით. საერთო იურიდიული ეთიკის ღირებულებების დაცვის მიმართულებით,“-განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 

დღის ამბები