26 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
"მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს"-ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას კონგრესი მიიღებს

ამერიკელი სენატორების ორ პარტიული რეზოლუციის პროექტი კონგრესში-ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რეზოლუცია მიღებული იქნება. დოკუმენტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა სენატორმა შეიმუშავეს. რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. გამოხატავს ნატოში ინტეგრაციის, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. სენატორები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.

მკაფიოდ არის ხაზგასმული აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოსადმი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ასევე  ხაზგასმით არის აღნიშნული რომ საქართველო არის ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირე რეგიონში. ამიტომ მე მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს და კონგრესს ამ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ეს არის პროექტი რომელიც, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მხარდაჭერილი სხვა კონგრესმენების მხრიდან,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები