26 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველოს" შეთავაზებას თანხმდება და მზადაა, ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, ევროპული საქართველოს შეთავაზებას  თანხმდება და მზადაა, ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნდობისთვის მადლობელია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს.

შალვა შავგულიძეს ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლება მის კანდიდატურას დასთანხმდეს.

„თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას, მე, რა თქმა უნდა, არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას. კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს წყვეტს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ვის დანიშნავს მთავარ პროკურორად, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა შავგულიძემ.

მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე დღეს ევროპულმა საქართველომ წარადგინა. ოპოზიციურმა პარტიამ მმართველი გუნდის მიერ ახალი პროკურორის დახურულ კარს მიღმა შერჩევა გააკრიტიკა.

დღის ამბები